რაიოლამ ყველაფერი გაართულა -
Aa
Aa

რაიოლამ ყველაფერი გაართულა - "იუვემ" უკან დაიხია, რას იზამს "რეალი"?

პოლ პოგბას სატრანსფერო საგა ჩიხში შედის. ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ "მანჩესტერი" დღემდე 160 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა "რეალი" და "იუვენტუსი" თანხის დაკლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

Mirror-ის ცნობით, პოგბას აგენტი მინო რაიოლა "იუნაიტედის" წარმომადგენლებს შეხვდა და ისინი დაარწმუნა, რომ ფეხბურთელის ფასი 160-დან 200 მილიონამდე აეწიათ.

ამიერიდან, თუ "რეალს" პოლ პოგბას გაფორმება მოუნდება მის სანაცვლოდ 200 მილიონის გადახდა მოუწევს, რაც ამ მომენტისთვის წარმოუდგენელია.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ტურინელებმა უკან დაიხიეს და ფრანგის დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.

ცოტა უცნაურია თუ რატომ მოიქცა ასე პოგბას აგენტი, რადგან ყველამ იცის რომ გუნდის დატოვება ფეხბურთელის ინტერესებში შედიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები