Aa
Aa

"რომა" რომაელებისგან საბოლოოდ იცლება? - მონჩი ფლორენცის "სევილიაში" წაყვანას ცდილობს

ესპანური „სევილია“ „რომას“ კაპიტან ალესანდრო ფლორენცის შეძენით დაინტერესდა. ტრანსფერის ინიციატორი სევიელიელთა ძველ-ახალი სპორტული დირექტორი, მონჩი, გახლავთ, რომელიც 2017-2019 წლებში სწორედ „რომაში“ მუშაობდა და ფლორენცის კარგად იცნობს.

როგორც პრესაში იწერება, მონჩი ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა და მას ანდალუსიაში გადასვლა შესთავაზა, თუმცა ფლორენცის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ივნისის ბოლოს „რომას“ წარმომადგენლებმა თავიანთ კაპიტანს აუხსნეს, რომ ხელშეუხებელ ფეხბურთელთა კატეგორიას არ განეკუთვნება და სასურველი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, „გლადიატორები“სხვა კლუბს დაუთმობენ. იტალიური პრესის თქმით, „ჯალოროსი“ ფლორენცის დაახლოებით 30 მილიონ ევროდ აფასებს.

ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსის მსგავსად რომში დაბადებულ და „რომას“ სკოლაგამოვლილ 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები