Aa
Aa
10 ივლისი 2019  |  14:57

"ვესტ ჰემმა" ტოვენის ტრანსფერზე მუშაობა დიაწყო

ლონდონის „ვესტ ჰემი“ ფრანგული „მარსელის“ გარემარბის, ფლორიან ტოვენის, გადაბირებაზე მუშაობს და პირველი სატრანსფერო შეთავაზება უკვე გააკეთა.

Skysports-ის ცნობით, „ჩაქუჩები“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და თავიანთ მექსიკელ ფორვარდ ხავიერ ერნანდესს ჩამოდიან. სააგენტო transfermarkt-ზე ჩიჩარიტოს ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 12 მილიონი ევროა, ხოლო ტოვენი 45 მილიონ ევროდ ფასდება.

26 წლის გარემარბი ლიგა 1-ის ბოლო 3 სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და ამ დროის განმავლობაში 53 გოლი შეაგდო. მას საფრანგეთის ნაკრებშიც სტაბილურად იწვევენ და ბოლო რამდენიმე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაშიც დაიწყო.

ტოვენისთვის ინგლისში თამაში უცხო არაა, იგი 2 სეზონის განმავლობაში „ნიუკასლის“ ღირსებას იცავდა. ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები