Aa
Aa

ეკვადორელმა მსაჯმა დუმილი დაარღვია: "ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა და"...

კოპა ამერიკის წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალური მატჩის მთავარმა მსაჯმა, როდდი სამბრანომ დუმილი დაარღვია. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიასთან წაგებული შეხვედრის შემდეგ ლეო მესიმ ეკვადორელი რეფერი გააკრიტიკა და მას ბრალი მიკერძოებაში დასდო. „ალბისელესტეს“ სუპერვარსკლავის თქმით მთავარმა არბიტრმა ორი 100 პროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და VAR-ის გამოყენებაზეც უარი თქვა.

მესის განცხადებებს სამბრანო ეკვადორულ მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა და აღნიშნა: „არტურს ოტამენდისთვის იდაყვი არ ჩაურტყამს. ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა და გადაწყვიტა, რომ თერთმეტმეტრიანის დანიშვნის შანსები 50-50-ზე იყო. მათ მომენტის ვიდეოგამეორებაზე ნახვა არ შემოუთავაზებიათ. ვიდეოასისტენტმა ჩათვალა, რომ აშკარა პენალტი არ იყო.

რაც შეეხება პირველ ეპიზოდს, ნათელია, რომ აგუერომ მცველს ფეხზე დააბიჯა.

მე VAR-თან კონტაქტი არ დამიკარგავს და ინფორმაცია თითქოს ჩვენ შორის კომუნიკაცია არ არსებობდა, სიმართლეს არ შეესაბამება“.

შეგახსენებთ, რომ „სელესაომ“ გაბრიელ ჟეზუშისა და რობერტო ფირმინოს გოლებით იმარჯვა. ლეო მესიმ კი მატჩის შემდეგ კონმებოლიც გააკრიტიკა და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო კორუფციაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები