marca: ზიდანი როტაციას დღევენდელ მატჩშიც მიმართავს...
მადრიდული გამოცემა marca ამტკიცებს, რომ "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დღეს გასამართ მატჩში "ვილიარეალის" წინააღმდეგ გარკვეულ როტაციას მიმართავს, კონკრეტულად კი ძირითადი შემადგენლობის 2 ფეხბურთელს დაასვენებს.
საუბარია ტონი კროოსსა და გარეტ ბეილზე, პირველის ნაცვლად სასტარტოში ისკო მოიაზრება, მეორისა კი - ლუკას ვასკესი. ზოგადად, marca ასეთ თერთმეტეულს ვარაუდობს:
ნავასი - დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, ისკო - ვასკესი, რონალდუ, ბენზემა.
როგორც ხედავთ, კვლავ თადარიგში დარჩება ხამესი, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი, სადაც დიდი კონკურენციაა, დღეს არა კარვახალი, არამედ დანილო ითამაშებს.