ბაკაიოკო
Aa
Aa

ბაკაიოკო "მანჩესტერში"?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელს, ტიემუ ბაკაიოკოს უმიზნებს. „წითელმა ეშმაკებმა“ ორი ტრანსფერი უკვე განახორციელეს, თუმცა გაჩერებას არ აპირებენ და „ოლდ ტრაფორდზე“ ახალი სახეების გადაბირება სურთ.

RMC Sport-ის მიხედვით ამჯერად „ოცნებათა თეატრის“ ბინადრების ყურადღების ცენტრში ბაკაიოკო მოექცა. „მანჩესტერი“ 24 წლის საყრდენის შეძენით გახლავთ დაინტერესებული და გამორიცხული არაა უახლოეს მომავალში „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ბაკაიოკო „არისტოკრატების“ საკუთრებაა და „ლურჯებთან“ სამწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. გასული სეზონი მან იჯარის წესით „მილანში“ გაატარა, თუმცა „როსონერის“ სამომავლო გეგმებში ტიემუს კონტრაქტის გამოსყიდვა არ შედის.

მიუხედავად ამისა „მანჩესტერს“ მაინც სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს. უცხოური პრესის ინფორმაციით ბაკაიოკოს საკუთარ რიგებში ხილვა „პარის სენ-ჟერმენს“ და „არსენალს“ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები