კარაგერი: "რეალი" შეშლილთა ბუდეა"!
ინგლისური "ლივერპულის" ყოფილი მცველი, ამჟამად კი ტელეკომპანია Sky Sports-ის მიმომხილველი ჯიმი კარაგერი, მაურისიო პოჩეტინოს ურჩევს, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლისგან თავი შეიკავოს.
"სად და რატომ უნდა წავიდეს პოჩეტინო? მან "ტოტენჰემი" დიდებულ გუნდად ჩამოაყალიბა. მართალია, "რეალი" ყველა ფეხბურთელისა თუ მწვრთნელის ოცნებაა, თუმცა გუნდის სათავეში შეშლილები არიან. მწვრთნელისთვის იქ წასვლა განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ერთ პატარა წაფორხილებასაც არავინ გაპატიებს და სპეციალისტებს ისე ცვლიან, როგორც წინდებს, რაც მთავარია ეს ყველაფერი დიდწილად ხელმძღვანელთა ახირებების შედეგი ხდება. ეს კი ერთგვარ ლატარეას ჰგავს".
"თუ პოჩეტინო მადრიდული კლუბი გაწვრთნა უნდა, რა თქმა უნდა, გამოწვევაზე უარი არ უნდა თქვას, თუმცა მას შეჭიდება ტიტანურ საქმესთან მოუწევს, რომელთან გამკლავებაც ურთულესი იქნება". - დაასრულა კარაგერმა.