ანდრე სილვა და 15 მილიონი -
Aa
Aa

ანდრე სილვა და 15 მილიონი - "მილანის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ნევეშია

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, „მილანის“ ხელმძღვანელთა ერთ-ერთი სატრანსფერო პრიორიტეტი რუბენ ნევეშის „სან სიროზე“ გადაყვანა იქნება.

წყაროს თანახმად, მილანელები „ვულვზთან“ მოლაპარაკებებს უკვე მართავენ და მზად არიან, ნევეშის სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროსთან ერთად, ანდრე სილვაც დაუთმონ.

ინგლისელები ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერში 45 მილიონ ევროს ითხოვენ, სილვა კი „მილანმა“ 2 წლის წინ 38 მილიონ ევროდ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ორივე ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რაც გარიგების წარმატებით დასრულების ალბათობას ერთიორად ზრდის. თანაც, სერია A-ში გადასვლის სურვილს თავად 22 წლის ნევეშიც გამოთქვამს, რომლის კუმირი ანდრეა პირლო გახლავთ.

რუბენ ნევეში „პორტუს“ აღზრდილია. „ვულვერჰემპტონმა“ მის ტრანსფერში, 2017 წელს, 18 მილიონი ევრო გადაიხადა.

აქვე დავამატოთ, რომ „მილანი“ ისმაელ ბენასერის ტრანსფერის დახურვასთან ერთ ნაბიჯშია. როგორც Sky Sport Italia წერს, „ემპოლისთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ალჟირელი ნახევარმცველი ლომბარდიის მთავარ ქალაქში 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები