Aa
Aa

რონალდუ სინგაპურის ერთ-ერთ სკოლას ესტუმრა

სინგაპურის ოლიმპიური ფონდის ორგანიზებით, კრიშტიანუ რონალდუ ამ ქალაქ-სახელმწიფოში მდებარე ერთ-ერთ სკოლას ეწვია. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ბავშვებს საკუთარი კარიერის შესახებ ესაუბრა და სამომავლოდ რჩევებიც მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რონალდუმ მედიისთვისაც მოიცალა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხი განიხილა.

„თუ გსურს, რომ ფეხბურთელი, ექიმი და ან, ზოგადად, რომელიმე სფეროს წარმომადგენელი გახდე, შენი ოცნების უნდა გჯეროდეს და მასზე ფოკუსირდე. ბავშვებსაც სწორედ ეს ვურჩიე, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ, არასდროს უნდა დანებდე, არასდროს წახვიდე დროზე ადრე, სცადე, სცადე და სცადე!

ჩემს შვილს ყოველთვის ვეუბნები, რომ უმნიშვნელოვანესია, საკუთარი თავი აღმოაჩინო, სხვა მხრივ, მამის მიბაძვა ადვილი საქმეა, მაგრამ მთავარი ეს ვერანაირად ვერ იქნება. დატკბი საკუთარი თავით, არ შეედარო სხვა პიროვნებას, მათ შორის არც - მამას, იყო ის, რაც ხარ და ვინც ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანია.

ბავშვები მომავალია, ისინი სამყაროში საუკეთესო ქმნილებები არიან. ახლა 4 შვილი მყავს, თუმცა გამორიცხული არაფერია, სიურპრიზები ყოველთვის შეიძლება გველოდეს. ასე რომ, არ ვიცი, მომავალი რას მომიტანს“.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი პეტერ ლიმი გახლდათ, რომელიც სინგაპურელი ბიზნესმენია. იგი სპორტით დაკავებულ თანამემამულე ბავშვებს სტიპენდიას უხდის და კარიერის აწყობაში ფინანსურად სხვადასხვა ფორმითაც ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები