შეთავაზება, რომელიც ''აიაქსს'' არ აკმაყოფილებს - დე ლიხტის ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს
Aa
Aa

შეთავაზება, რომელიც ''აიაქსს'' არ აკმაყოფილებს - დე ლიხტის ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს

Sky Sports-ის ცნობით ტურინის ''იუვენტუსმა'' ამსტერდამის ''აიაქსს'' დე ლიხტის სანაცვლოდ 58,3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა.

იტალიური გუნდის მხრიდან დე ლიხტთან დაკავშირებით პირველი შეთავაზება იყო, რომლის მიხედვით ''აიაქსი'' 49,3 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ხოლო საბონუსე სისტემის მიხედვით მოთამაშის წარმატებული ასპარეზობა ჰოლანდიურ კლუბს კიდევ 9 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოუტანს.

''ბებერმა ქალბატონმა'' დე ლიხტის აგენტს, მინო რაიოლას ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით ცენტრალური მცველის წლიური ხელფასი 10,7 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ჰოლანდიურ კლუბს სატრანსფერო თანხა არ აკმაყოფილებს, ''აიაქსი'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 67,3 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს, რაც შესაძლოა ტრანსფერის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს. მოთამაშე და მისი აგენტი ''იუვენტუსის'' შეთავაზებული წინადადებით კმაყოფილები არიან და ''აიაქსის'' თანხმობის შემთხვევაში უნიჭიერეს ჰოლანდიელ მცველს სერია ა-ს ჩემპიონში ვიხილავთ.

19 წლის დე ლიხტი ''აიაქსის'' აღზრდილია, 2016 წლიდან ამსტერდამული გუნდის პირველ გუნდში ასპარეზობს. 2017 წლიდან მოყოლებული ცენტრალური მცველი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად ასპარეზობს. მის ანგარიშზე 17 მატჩში გატანილი 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები