ოფიციალურად: ჟოაო ფელიში
Aa
Aa

ოფიციალურად: ჟოაო ფელიში "ატლეტიკოს" ფეხბურთელია!

მადრიდის "ტლეტიკომ" რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ ჟოაო ფელიში "როხიბლანკოს" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა!

19 წლის პორტუგალიელი ფორვარდის სანაცვლოდ მადრიდელებმა 126 მილიონი ევრო გადაიხადეს. თინეჯერი ვარსკვლავი დიეგო სიმეონეს გუნდში 7 წლით დარჩება.

ფელიში ანაზღაურების სახით წლიურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

"ატლეტიკომ" ფელიში ორიგინალური ვიდეოთი წარადგინა.

"ატლეტიკო" უახლოეს დღეებში ანტუან გრიზმანს ოფიციალურად დაემშვიდობება. ფრანგ შემტევს "ბარსა" სავარაუდოდ 10 ივლისს (ან უფრო ადრე) წარადგენს.

გუნდი დატოვა დიეგო გოდინმაც. "როხიბლანკოში" დიდი ცვლილებები დაიწყო და ფელიში ახალი "ატლეტიკოს" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.

მადრიდელები ლონდონის "არსენალის" ფრანგ ფორვარდს ალექსანდრ ლაკაზეტსაც აკვირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები