სხირტლაძე პოლონეთის ექსტრაკლასაში
დანიური ''ორჰუსისა'' და ''სილკებორგის'' ყოფილი ფეხბურთელი დავით სხირტლაძე კარიერას დიდი ალბათობით პოლონეთის ექსტრაკლასაში გააგრძელებს. 26 წლის შემტევი სტილის ნახევარმცველი პოლონურ ''არკასთან'' ერთად ემზადება და უახლოეს დღეებში კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მან ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
O 11.00 zaczynamy sparing z @ChojniczankaMKS I połowa: Krzepisz- Olczyk, Marić, Helstrup, Marciniak – da Silva, Busuladzic, Nalepa, Samanes – Skhirtladze - Siemaszko pic.twitter.com/dlvjNbfzK0
— Arka Gdynia (@ArkaGdyniaSSA) July 3, 2019
2017 წლიდან მოყოლებული ''არკაში'' ლუკა ზარანდია თამაშობდა, რომელიც კარიერას ბელგიურ ''ზულტე ვარეგემში'' გააგრძელებს, თუმცა კლუბში კვლავ ითამაშებს ქართველი ფეხბურთელის, ეს იქნება დავით სხირტლაძე, რომელსაც ახალ კლუბში უახლოეს დღეებში წარადგენენ.
სხირტლაძემ კარიერის საუკეთესო პერიოდი 2016-18 წლებში დანიურ ''სილკებორგში'' გაატარა, რომელიც მისი დახმარებით სუპერლიგაში დაბრუნდა და შემდეგ დანიის თასის ფინალში გავიდა. სხირტლაძემ ფინალურ შეხვედრაში ''ბრონდბიუს'' გოლი გაუტანა, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა.
2018-19 წლების სეზონის პირველი ნახევარი სხირტლაძემ სლოვაკურ ''სპარტაკში'' გაატარა, რომელთან ერთადაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. გასულ ზამთარში სლოვაკური გუნდი დატოვა და კარიერა ლატვიურ ''რიგაში'' გააგრძელა, თუმცა ბალტიისპირულ გუნდში არ ენდობოდნენ და მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სხირტლაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი 4 მატჩი ჩაატარა.