ლაკაზეტი „ატლეტიკოში“?
Aa
Aa

ლაკაზეტი „ატლეტიკოში“?

ლონდონის „არსენალის“ ფრანგი შემტევის, ალექსანდრ ლაკაზეტის აგენტი დღეს „მეთოფეების“ ხელმძღვანელებს შეხვდება და მათთან ერთ-ერთი ესპანური კლუბის ინტერესს განიხილავს. ბრიტანული პრესის ცნობით საუბარი „ატლეტიკოს“ ეხება.

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „როხიბლანკო“ ანტუან გრიზმანის შემცვლელის ძიებაშია და თვლის, რომ ლაკაზეტი იდეალური ვარიანტია. Yahoo Sports France-ის ინფორმაციით ალექსანდრის აგენტს სურს გაიგოს რა აზრისაა „არსენალი“ და უნდა თუ არა ფრანგი შემტევის გასხვისება.

ლონდონელების სამომავლო გეგმებში ლაკაზეტის გაყიდვა არ შედის, თუმცა ინგლისური ტაბლოიდების მიხედვით შესაძლოა „მეთოფეებმა“ პოზიცია შეცვალონ. საქმე ისაა, რომ ზაფხულში „არსენალი“ ტრანსფერებზე დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვას არ აპირებს და გამორიცხული არაა ლაკაზეტის გაყიდვას იმიტომ დათანხმდეს, რომ მიღებული თანხა კვალიფიციური ფეხბურთელების შეძენას მოახმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები