Aa
Aa

ბითაძემ შესაძლოა ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგის სტარტი გამოტოვოს

5 ივლისს ლას-ვეგასში სტარტს NBA-ს საზაფხულო ლიგა აიღებს, რომელშიც გოგა ბითაძის „ინდიანაც“ მონაწილეობს. „პეისერსი“ პირველ შეხვედრას „მემფის გრიზლისის“ წინააღმდეგ გამართავს და შესაძლოა ქართველი ცენტრის გარეშე იასპარეზოს.

Wishtv.com-ის სპორტული ჟურნალისტის, ჩარლი კლიფორდის ცნობით ბითაძეს ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია მოახერხებს თუ არა თამაშს.

ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს და ტურნირის მიმდინარეობისას ბევრ პერსპექტიულ ახალგაზრდას ვიხილავთ. მათ შორის „ნიუ ორლეან პელიკანსის“ ვარსკლავი, ზაიონ უილიამსონიც იქნება.

გოგა ბითაძის „ინდიანა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 გუნდს დაუპირისპირდება. გახსნით მატჩში „პეისერსი“ „მემფისს“ გაეჯიბრება, შემდეგ კი საუკეთესოს ვინაობას „დეტროიტის“, „ატლანტას“ და „ტორონტოს“ წინააღმდეგ გაარკვევს. სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში „პეისერსი“ პლეიოფის საგზურს მოიპოვებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები