ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ჩელსიმ" "რეალისგან" კოვაჩიჩი გამოისყიდა!

ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "რეალისგან" მატეო კოვაჩიჩის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და მხარეებმა შეთანხმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

ხორვატმა ნახევარმცველმა "სტემფორდ ბრიჯზე" 1-წლიანი იჯარით ითამაშა, ამიერიდან კი "ჩელსის" სრულუფლებიანი ფეხბურთელი გახდება. "ლურჯებმა" კოვაჩიჩის ტრანსფერში 45 მილიონი ევრო გადაიხადეს და მასთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მატეო კოვაჩიჩი "რეალში" 2015 წელს მილანის "ინტერიდან" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა "სამეფო კლუბის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა, "ჩელსიში" კი გაცილებით მნიშვნელოვანი როლი მიანიჭეს.

ამრიგად, "რეალს" სატრანსფერო გარიგებებით უკვე 100 მილიონი ევროზე მეტი მოუგროვდა - "ბლანკოსმა" მარკოს ლორენტე "ატლეტიკოში" 40 მილიონად გაუშვა, ტეო ერნანდესი კი "მილანში" 20 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები