გიჟური სტარტი! დიდი ამბები NBA-ში!
Aa
Aa

გიჟური სტარტი! დიდი ამბები NBA-ში!

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა და რამდენიმე მოულოდნელი და საკმაოდ საინტერესო გარიგებაც შედგა.

პირველ რიგში "ბრუკლინ ნეთსის" შესახებ უნდა დავწეროთ. "ნეთსმა" ორი სუპერვარსკლავი დაიყოლია. მომდევნო სეზონში "ბრუკლინის" მაისურით კევინ დურანტსა და კაირი ირვინგს ვიხილავთ.

"კეიდი" "ნეთსთან" 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 142 მილიონ დოლარს მიიღებს. რაც შეეხება ირვინგს, იგი 4 წლის განმავლობაში 141 მილიონს გამოიმუშავებს. ESPN იუწყება, რომ "ბრუკლინში" დეანდრე ჯორდანიც გადავა. (4 წელი, 40 მილიონი).

ასევე გთავაზობთ ყველა მნიშვნელოვან შეთანხმებას.

ნიკოლა ვუჩევიჩი "ორლანდოში" დაბრუნებას გეგმავს და "მეჯიქთან" 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იონას ვალანჩუნასი "მემფისში" რჩება - 3 წელი - 45 მილიონი.

ბრუკ ლოპესი გაისადაც "მილუოკის" კალათბურთელი იქნება. ვეტერანი ცენტრი 4 წლის განმავლობაში 52 მილიონს მიიღებს.

ტერი როზიერი "შარლოტში" წავიდა - 3 წელი, 58 მილიონი.

სან ანტონიომ" რუდი გეის დაყოლიება მოახერხა. 32 წლის მსუბუქი ფორვარდი ტეხასელთა რიგებში კიდევ 2 წელი იასპარეზებს და 32 მილიონს მიიღებს.

კრის მიდლტონმა "მილუოკის" არ უღალატა - 5 წელი, 178 მილიონი.

ჰარისონ ბარნსი "საკრამენტოში" რჩება - 4 წელი, 85 მილიონი. "მეფეებმა" დუეინ დედმონიც გადაიბირეს.

ჯეი ჯეი რედიკი "ნიუ ორლეანში" ითამაშებს- 2 წელი, 26.5 მილიონი.

თადეუს იანგი "ჩიკაგოს" ქომაგთა გახარებას შეეცდება - 3 წელი, 41 მილიონი.

"დალასმა" პორზინგისი გაიფორმა - 5 წელი, 158 მილიონი.

დერიკ როუზი "დეტროიტში" ზაზა ფაჩულიას მხარდამხარ იასპარეზებს - 2 წელი, 15 მილიონი.

ჯერალდ გრინი ერთი წლით "ჰიუსტონში" რჩება.

"ორლანდომ" ტერენს როსიც შეინარჩუნა - 4 წელი, 54 მილიონი.

კემბა უოკერი "ბოსტონის" კალათბურთელია - 4 წელი, 141 მილიონი

გარეტ ტემპელი "ნეთსში" წავიდა - 2 წელი, 10 მილიონი.

ტრევორ არიზა "საკრამენტოს" ღირსებას დაიცავს - 2 წელი, 25 მილიონი.

ალ ფარუქ ამინუ "ორლანდოში" გადავა - 3 წელი, 29 მილიონი.

რიკი რუბიო "ფინიქსში" მიდის - 3 წელი, 51 მილიონი.

"ინდიანამ" ჯერემი ლემბი გაიფორმა - 3 წელი, 31.5 მილიონი.

"იუტა" ბოიან ბოგდანოვიჩით გაძლიერდა - 4 წელი, 73 მილიონი.

მილუოკიმ" "ინდიანას" მალკოლმ ბროგდონი გაუცვალა. "პეისერსმა" ბროგდონს 4 წლიანი კონტრაქტი უბოძა და 85 მილიონს გადაუხდის.

თომას ბრაიანტი "ვაშინგტონში" რჩება - 3 წელი, 25 მილიონი.

"პორტლენდმა" ლილარდს გაუხანგრძლივა - 4 წელი, 194 მილიონი. "ტრეილ ბლეიზერსმა" როდნი ჰუდიც შეინარჩუნა - 16 მილიონი, 2 წელი.

ტობაიას ჰერისი "ფილადელფიაში" დარჩა - 5 წელი, 180 მილიონი.

დემარი კეროლი "სან ანტონიოში" წავიდა - 2 წელი, 13 მილიონი.

ნერლენს ნოელი "ოკლაჰომაში" რჩება.

ჯულიუს რენდელი "ნიუ იორკ ნიქსმა" დაიბევა - 3 წელი, 63 მილიონი.

ჯორჯ ჰილი "მილუოკის" კალათბურთელი კიდევ 3 წლით იქნება.

ტაჯ გიბსონი "ნიუ იორკ ნიქსში" ითამაშებს - 2 წელი, 20 მილიონი.

ელ ჰორფორდი "ფილადელფიაში" გადავიდა - 4 წელი, 109 მილიონი.

ჯიმი ბატლერი "მაიამიში" აღმოჩნდა - 4 წელი, 142 მილიონი.(გაცვლა - "მაიამიმ" ბატლერი მიიღო, "ფილადელფიამ" ჯოშ რიჩარდსონი, "დალასმა" კი კელი ოლინიკი და დერიკ ჯონსი).

ედ დევისი "იუტას" შეუერთდა - 2 წელი, 10 მილიონი.

მაიკ მუსკალა "ოკლაჰომაში" წავიდა.

დერიკ ფეივორი "ნიუ ორლეანის" ღირსებას დაიცავს. (გაცვლა - "იუტამ" დრაფტის არჩევანის უფლებები მიიღო).

მარიო ჰეზონია "პორტლენდს" შეუთანხმდა.

კლეი ტომპსონი "გოლდენ სტეიტში" დარჩება - 190 მილიონი, 5 წელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები