მოულოდნელი ამბავი -
Aa
Aa

მოულოდნელი ამბავი - "ტოტენჰემი" "რეალს": იყიდეთ ერიკსენი!

"რეალის" სატრანსფერო გეგმების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. რამდენიმე დღის წინ მადრიდელებმა ნახევარმცველის პოზიციაზე კრისტიან ერიკსენის კანდიდატურა გამორიცხეს და პოლ პოგბაზე გადაერთვნენ.

მარტივი არც ფრანგის გაფორმებაა. დღეს კი ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ტოტენჰემის" პრეზიდენტი დენიელ ლევი "რეალს" ერიკსენის ყიდვას სთავაზობს.

ლევი დანიელ ფეხბურთელს 70 მილიონად აფასებს და მზადაა ის ფლორენტინო პერესს დაუთმოს.

ალბათ უცნაურია რატომ ჩამოვიდა ერიკსენის ფასი 150 მილიონდან 70-მდე... საქმე იმაშია, რომ დანიელმა შუახაზელმა "დეზებს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა და 2020 წლის ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი ხდება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე "ტოტენჰემს" დანიელი ფეხბურთელის გაყიდვა ამ ზაფხულშივე აწყობს, რადგან შემდეგ მასში ერთ ცენტსაც ვერ მიიღებენ.

"რეალის" პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები