ქვილითაიასა და ბერიძის გოლები ''გენტში''
Aa
Aa

ქვილითაიასა და ბერიძის გოლები ''გენტში''

ბელგიურმა ''გენტმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამხანაგურ შეხვედრაში ტორუპის გუნდმა ''მერელბეკე'' 5:1 გაანადგურა. გამარჯვებულთაგან პირველი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

კვლავ ''გენტთან'' ერთად ემზადება ''უიპეშტიდან'' დაბრუნებული გიორგი ბერიძე, რომელმაც დუბლი შეასრულა. მესამე და მეხუთე გოლები ქართველი გარემარბის ანგარიშზეა.

ამ ეტაპზე უცნობია გიორგი ბერიძე 2019-20 წლების სეზონს რომელ გუნდში გაატარებს. შესაძლოა ეს გუნდი ''გენტი'' იყოს ან ისევ გაანათხოვრონ.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ''გენტის'' 19 წლის ქართველი ტალანტი ბელგიაში იმყოფება და სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები