დიახ! კოპა ამერიკაზე ბრაზილია არგენტინის ნახევარფინალს ვიხილავთ!
Aa
Aa

დიახ! კოპა ამერიკაზე ბრაზილია არგენტინის ნახევარფინალს ვიხილავთ!

კოპა ამერიკა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მასპინძელმა ბრაზილიამ გუშინ ნახევარფინალის საგზური გაიფორმა, დღეს კი არგენტინამ გამოწვევა მიიღო, ვენესუელა 2:0 დაამარცხა და ფეხბურთის გულშემატკივრებს სამხრეთ ამერიკული კლასიკა აჩუქა!

ბრაზილია არგენტინა - ამით ყველაფერი ნათქვამია!

არგენტინის ნაკრები 2 ფორვარდიან ტაქტიკაზე გადასვლის შემდეგ გაცილებით დამაჯერებლად ათამაშდა და ეს ასე იყო ვენესუელელთა წინააღმდეგაც. "ალბისელესტემ" კითხვის ნიშნები არ დატოვა და მეტოქე აუღელვებლად დაამარცხა.

გოლების ავტორები ლაუტარო მარტინესი და ჯოვანი ლო სელსო გახდნენ. 4-3-1-2 ტაქტიკა უდაოდ ყველაზე ხელსაყრელია და ამას ლიონელ სკალონიც კარგად ხედავს. მესის წინ გამწესებული აგუერი-ლაუტაროს დუეტი ჯერჯერობით კარგად მუშაობს.

3 ივლისს, თბილისის დროით 04:30 საათზე საფეხბურთო ზეიმი გველის!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები