იბრა "მანჩესტერს" უახლოვდება!
ბრიტანული skysports-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ტრანსფერზე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითაც ჭორებს დიდწილად წერილი დაუსვა.
საქმე ისაა, რომ "იბრაკადაბრამ" ინგლისურ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, ოღონდ ერთადერთი პირობაა, რომ ლუი ვან გაალმა ზაფხულში "ოლდ ტრაფორდი" დატოვოს.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ იბრაჰიმოვიჩს ჰოლანდიელ სპეციალისტთან, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა შვედი "აიაქსში" თამაშობდა, დაძაბული ურთიერთობა აქვს და ბუნებრივია, მასთან მუშაობა "იბრას" არ სურს. ვან გაალს აქამდეც წყალი ჰქონდა შეყენებული და ამის შემდეგ წესით, "მანკუნიანელთა" ხელმძღვანელებმა იგი პოსტიდან სიხარულით უნდა გაუშვან..
მოკლედ, როგორც სააგენტო ამბობს, ამ ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია, ჩვენ კი ზაფხულამდე დაცდა მოგვიწევს, სანამ ყველაფერს საბოლოო წერტილი დაესმება.
ისე კი, ჟოზე მოურინიოსა და ზლატანის ერთად "იუნაიტედში" ხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა და პრემიერ ლიგას ინტრიგასა და ხიბლს ერთიიორად შემატებდა...