Aa
Aa

"ჩემს საუკეთესო მეგობართან დავქორწინდი" - ჰარი კეინის ნამდვილი სიყვარულის ისტორია

ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელმა ფორვარდმა ჰარი კეინმა ცოლი მოიყვანა. მან ბავშვობის სიყვარულზე იქორწინა.

ჰარი კეინის ისტორია ნამდვილად გამორჩეული და სამაგალითოა. ყველასათვის ცნობილია მისი ბავშვობის დროინდელი ფოტო, სადაც ის მის ამჟამინდელ მეუღლესთან და დევიდ ბექჰემთან ერთადაა.

ამრიგად, კეინმა კეიტ გოდბლეკთან ერთად ოჯახი შექმნა. სოციალურ ქსელში "ტოტენჰემის" ფორვარდი ფოტოს აქვეყნებს: "საბოლოოდ ჩემს საუკეთესო მეგობართან დავქორწინდი. მიყვარხარ!"

კეინმა მის ამჟამინდელ მეუღლეს ხელი 2017 წლის 1 ივლისს სთხოვა და მისგან თანხმობა მიიღო.

25 წლის კეინისთვის მიმდინარე სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა. ინგლისელს დიდი დრო ტრავმების გამო გაუცდა, თუმცა ის მხოლოდ 25 წლის არის და კარიერაში ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები