Aa
Aa

ხამესი "ნაპოლისთან" ერთ ნაბიჯშია!

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ და „ნაპოლი“ ხამეს როდრიგესის ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი - ჯანლუკა დი მარციო წერს, მადრიდელები მზად არიან ხამესი „სტადიო სან პაოლოზე“ 1-წლიანი იჯარით გაუშვან, რის შემდეგაც ნეაპოლელებს ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

იმავე დი მარციოს თქმით, ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში, ამჟამად ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება და „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს გადის.

ხამესი 2017 წლიდან იჯარის წესით „ბაიერნში“ თამაშობდა, თუმცა მიუნხენელებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს. კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები