ბართომეუ:
Aa
Aa

ბართომეუ: "გრიზმანთან არ გვისაუბრია, არაფერი შეთანხმებულა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა დღეს გრიზმანის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბს ფეხბურთელთან ჯერ არაფერი შეუთანხმებია.

ხოსეპ მარია ბართომეუმ გრიზმანის შეძენის შესახებ გავრცელებულ ხმებს ასე უპასუხა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, გრიზმანთან არ გვისაუბრია, არაფერი შეთანხმებულა. ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები სატრანსფერო ბაზარზე ამ დღეებში და ამ კვირებში.

ჩვენ დინჯად და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ. ჩვენს ხელში მთელი ივნისი, ივლისი და აგვისტოა. ვსაუბრობთ ტრატეგიაზე და მას ვადგენთ, ასევე ვუყურებთ „ბარსა“ ბ-საც. ამ სეზონში რამდენიმე ახალგაზრდას პირველ გუნდში მოხვედრის შანსი მიეცემა“.

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ხილ მარინმა რამდენიმე დღის წინ გრიზმანის სატრანსფერო თემაზე საჯაროდ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „ბარსელონაში“ გადავა.

"მე ძალიან ზუსტად ვიცი თუ სად გააგრძელებს კარიერას გრიზმანი და ეს ჯერ კიდევ მარტში ვიცოდი. ის "ბარსელონაში" ითამაშებს“.

როგორც ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი პსჟ ნეიმარის გასაყიდად მზადყოფნას გამოთქვამს. არ არის გამორიცხული, რომ „ბარსამ“ გრიზმანის ტრანსფერი სწორედ ბრაზილიელის გამო შეაჩეროს.

როგორც ცნობილია, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები ნეიმარის დაბრუნების მომხრე არიან, ხოლო გრიზმანის დამატება თითქმის არავის სურს.

ამრიგად, როგორც ხედავთ სიტუაცია არეულია და არაფერი დასტურდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივლისამდე რაიმე გაოფიციალურდეს.

ერთი რამ ცხადია - წლევანდელი სატრანსფერო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და გამორჩეული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები