სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "ენფილდზე მარცხის შემდეგ შვილების სკოლაში წაყვანა არ მინდოდა"

ლუის სუარესი ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება და ურუგვაის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკისთვის ემზადება.

"ელ პისტოლერომ" პრესასთან განვლილი სეზონის შესახებ ისაუბრა და "ლივერპულთან" მარცხი დეტალურად გაიხსენა.

"ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" დამარცხების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში და კარეირაში ყველაზე ცუდი დრო დამიდგა.

2014 წლის მუნდიალის შემდეგ ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ. მინდოდა, რომ გავმქრალიყავი.

გარეთ გასვლა არ მინდოდა, შვილების სკოლაში წაყვანა არ მინდოდა, რადგან ასე ხალხი დამინახავდა რა მდგომარეობაშიც ვიყავი. საერთოდ არაფრის კეთება არ მსურდა, ძალიან რთული დრო იყო ჩემს ცხოვრებაში.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ლივერპული" ამას მოახერხებდა. "ენფილდზე" 2-3 მომენტი შევქმენით, მაგრამ ვნერვიულობდით და უაზრო გადაცემებს ვასრულებდით. ამ მატჩისთვის სათანადო განწყობა არ გვქონდა.

როცა "ლივერპულმა" პირველი გოლი გაიტანა, არ ვიცოდით ამაზე როგორი რეაგირება უნდა მოგვეხდინა. მატჩის შემდეგ გასახდელში არავის არაფრის თქმა არ შეეძლო. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ყველაფერი გავაფუჭეთ.

იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით რომ ეს მარცხი ცუდ იმიჯს შეგვიქმნიდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები