დურანტი 2019-20 წლების სეზონს გამოტოვებს
Aa
Aa

დურანტი 2019-20 წლების სეზონს გამოტოვებს

გოლდენ სტეიტის" სუპერვარსკლავის, კევინ დურანტის ტრავმა, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ESPN-ის ინფორმაციით "კეიდის" ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს და მომდევნო სეზონში პარკეტზე გასვლას ვერ მოახერხებს.

30 წლის მსუბუქმა ფორვარდმა აქილევსის მყესი "ტორონტო რეპტორზის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიწყვიტა. ამერიკელ ჟურნალისტთა ნაწილი დურანტის ტრავმას "გოლდენ სტეიტის" სამწვრთნელო შტაბს აბრალებს და აცხადებს, რომ კევინი 100 პროცენტით მზად არ გახლდათ და შეხვედრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

Athletic's-ის ჟურნალისტი, ფრენკ ისოლა იტყობინება, რომ აქილევსის მყესის დაზიანებამდე "მეომრები" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდნენ. ისოლას თქმით მძიმე დაზიანების მიუხედავად "უორიორზის" ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ "კეიდის" წინადადებით მაინც მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტი" რამდენიმე საათში სუპერფინალური სერიის მეექვსე შეხვედრას გამართავს და "ტორონტოს" საშინაო კედლებში უმასპინძლებს. ჯერჯერობით ანგარიში "რეპტორზს" მიჰყავს და 3-2-ს იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები