იოვიჩი:
Aa
Aa

იოვიჩი: "დედამიწზე უბედნიერესი ადამიანი ვარ... დიახ, ლოგინში "რეალის" მაისურთან ერთად მეძინა"

მადრიდის "რეალმა" დღეს ლუკა იოვიჩის პრეზენტაცია გამართა და სერბი ფორვარდი მედიას ოფიციალურად წარუდგინა.

იოვიჩმა ჟურნალისტებთან თავისი ტრანსფერის, "ბარსელონას" ინტერესისა და ახალი თანაგუნდელების შესახებ ისაუბრა.

"დღეს დედამიწზე უბედნიერესი ადამიანი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში მოვხვდი. ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემს შესაძლებლობებში იქნება.

სიმართლე გითხრათ, სხვა შემოთავაზება არც მიმიღია და ამის შესახებ არ მსმენია.

დიახ, სიმართლეა რომ მე "რეალის" მაისურთან ერთად მეძინა ლოგინში. მამაჩემს მეგობარმა აჩუქა და ასე აღმოჩნდა ჩემს ხელში. "რეალს" ბავშვობიდანვე ვქომაგობდი.

ჩემი კუმირი რონალდო იყო. ახლა ასეთი არავინ მყავს, რადგან ყველა მათგანი უკვე ჩემი თანაგუნდელი იქნება.

ბენზემა? ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყობით, მაგრამ ზიდანი ყველაფერს თავად გადაწყვეტს.

"ბარსელონასთან" კონტაქტი? არა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. მე ჩემს აგენტს ვესაუბრე და უბრალოდ ვუთხარი, რომ "რეალის" შეთავაზება განეხილა და მიეღო.

ედენ აზარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მასთან ერთად გასახდელში ყოფნა დიდი პატივი იქნება.

ახლა მხოლოდ მოედანზე გასვლაზე და "რეალის" მაისურით თამაშზე ვფიქრობ".

შეგახსენებთ, რომ ფრანკურტის ''აინტრახტის'' ყოფილი ფეხბურთელი ''სამეფო კლუბში'' 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. 

Marca-ს ცნობით სატრანსფერო თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს. 48 მილიონს გერმანული კლუბი მიიღებს, ხოლო სატრანსფერო თანხის 30 პროცენტს ფეხბურთელის ყოფილი კლუბი ლისაბონის ''ბენფიკა'' მიიღებს.

სატრანსფერო თანხიდან დაახლოებით 10,5 მილიონი ევრო ''ბენფიკას'' ჩაერიცხება.

იოვიჩის ხელფასი 8,7 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. საერთო ჯამში იოვიჩი ექვსი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 43.7 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები