პასტორემ
Aa
Aa

პასტორემ "რეალის" ინტერესი დაადასტურა

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ მადრიდის „რეალის“ ინტერესი დაადასტურა და განაცხადა, რომ „სამეფო გუნდის“ წარმომადგენლები მის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

 

 

„მადრიდის „რეალი“ ჩემი შეძენით ნამდვილად დაინტერესებულია. ისინი ჩემს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტული არაფერია. ამ მომენტში მე მხოლოდ „პარი სენ ჟერმენზე“ ვარ ორიენტირებული და მსურს კლუბთან ერთად სეზონი რაც შეიძლება კარგად დავასრულო. ამას გარდა მიმდინარე კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და დროზე ადრე მის დატოვებას არ ვაპირებ“ - განაცხადა ხავიერ პასტორემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები