ვან დეიკი ფინალის შემდეგ:
Aa
Aa

ვან დეიკი ფინალის შემდეგ: "მესი საუკეთესოა, ოქროს ბურთი მან უნდა მიიღოს"

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ჰოლანდიელმა ვირჯილ ვან დეიკმა თასის აღმართვის შემდეგ პრესისთვისაც მოიცალა.

როგორც ცნობილია, ვან დეიკს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესის მთავარ კონკურენტად თვლიან.

თავად ჰოლანდიელი სულ სხვა აზრზეა და არგენტინელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. მან "ოქროს ბურთი" უნდა მოიგოს, ის ამას კვლავ იმსახურებს.

მე ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ თუ მომცემენ, ჯილდოს ავიღებ. თუმცა, ჩემი აზრით, მან უნდა მოიგოს.

მესი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, გავიდა თუ არა ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში."

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" "ტოტენჰემს" მადრიდში 2:0 სძლია და ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები