Diario GOL:
Aa
Aa

Diario GOL: "ბარსა" გრიზმანზე უარს ამბობს და მბაპეს სანაცვლოდ სუპერ შეთავაზებას ამზადებს

"ბარსელონამ" შესაძლოა ანტუან გრიზმანის შეძენაზე უარი თქვას და ამის მიზეზი კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუსა და ლეო მესის შორის შემდგარი საუბარი გახლავთ.

ესპანური გამოცემა Diario GOL-ი წერს, რომ "ბარსელონა" კილიან მბაპეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.

როგორც ცნობილია მბაპესთვის მადრიდის "რეალი" იბრძვის და პარიზელებისთვის სოლიდური თანხის შეთავაზებაზაც გეგმავენ.

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ნეიმარი-მბაპეს დუეტს მთელი ძალებით იცავს და ამბობს, რომ მათ დათმობას არ გეგმავს, თუმცა კლუბის შედეგებიდან გამომდინარე ვარსკვლავური დუეტი წასვლაზე სულ უფრო სერიოზულად ფიქრობს.

რამდენიმე დღის წინ მესის სახლში კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ესტუმრა და როგორც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ორიოლ დომენეკი ამბობს, საუბრის თემა გრიზმანის ტრანსფერი იყო.

წყაროს ცნობით, "ბარსამ" ფრანგის შეძენა გადაიფიქრა და მბაპეზე გადაერთვება.

კატალონიელები პსჟ-ს მეგა შეთავაზებას უმზადებენ - 160 მილიონ ევროს პლუს კოუტინიო და რაკიტიჩი.

"ბლაუგრანა" იმედოვნებს, რომ ფრანგული კლუბი მსგავს შთამბეჭდავ წინადადებაზე დაფიქრდება და მოლაპარაკებები დაიწყება.

პსჟ კოუტინიოს მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს. მათ ასევე რაკიტიჩის შეძენაც სცადეს.

"ლივერპულთან" მარცხის შემდეგ "ბარსას" ქომაგები კოუტინიოსა და რაკიტიჩის მიმართ დიდ აგრესიას იჩენენ და კლუბი მათ გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.

Diario GOL-ი ასევე წერს, რომ მესი მბაპესთან ერთად თამაშის სურვილს გამოთქვამს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რომელ ფრანგზე შეაჩერებს არჩევანს "ბარსა" - გრიზმანი თუ მბაპე...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები