მესი:
Aa
Aa

მესი: "არ მესმის ვალვერდეს რატომ აკრიტიკებენ, "ენფილდზე" მარცხი ჩვენი ფეხბურთელების ბრალია"

ლეო მესი 2015 წლის შემდეგ მედიის წინაშე პირველად წასდგა და პრესკონფერენცია გამართა.

მესიმ ძირითადად "ლივერპულთან" სამარცხვინო მარცხზე და ვალვერდეზე ისაუბრა.

"ასეთი რამის შემდეგ ფეხზე წამოდგომა რთულია. "ლივერპულისგან" ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღეთ და ეს გუნდს მომდევნო შეხვედრებშიც ეტყობოდა.

არ მესმის ვალვერდეს რატომ აკრიტიკებენ. "ლივერპულთან" მარცხი მისი ბრალი არ არის. მან დიდი სამუშაო გასწია და "ენფილდზე" მარცხს მას ნუ აბრალებთ, ეს ჩვენ ჩავაგდეთ შეხვედრა და ყველაფერი ჩვენი ბრალია.

მინდა, რომ ვალვერდე გუნდში დარჩეს.

"ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ გონს ჯერ ბოლომდე არ მოვსულვარ.

"ენფილდზე" მარცხის შემდეგ შეხვედრა არ განმიხილავს, მაგრამ ერთადერთი რაც ნამდვილად მახსოვს არის ის, რომ ეს ყველაფერი შარშან "რომასთან" მატჩს ძალიან ჰგავდა.

ლივერპულში მარცხმა ყველაფერი გააუფერულა.

"ბარსელონაში" თამაშის სურვილი არ გამნელებია. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ამ მხრივ ჩემზე არ უმოქმედია.

არგენტინის ნაკრებში პრობლემები მქონდა, თუმცა ახლა კვლავ მინდა რომ რამე მოვიგო.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ქომაგებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ყველა იმედგაცრუებულია, მაგრამ გუნდში ცვლილებები მე არ მეხება.

იანვრიდან მოყოლებული მცირე ტრავმა მაქვს, დისკომფორტი მაწუხებს, თუმცა მას ვაკონტროლებ და სათამაშოდ სულ მზად ვარ.

გრიზმანის შეძენა? სავარაუდო ტრანსფერებზე არ ვფიქრობ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები