ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის დომინანტური ფეხბურთით ვიგებდით, ახლა კი ასე აღარ ვთამაშობთ"

"ბარსას" ლეგენდარულმა "დირიჟორმა" ჩავი ერნანდესმა TV3-თან კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და გუნდის მიერ განვლილი სეზონი შეაფასა.

ჩავის თქმით "ბარსა" არასწორი მიმართულებით მიდის და ეს მათი სტილი არ არის.

"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭიროა, რომ "ბარსელონა" მატჩის მსვლელობისას დომინირებდეს, ეს მთელი სეზონი უნდა გრძელდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია გუნდმა მიზანს მიაღწიოს, ამას ისტორია გვეუბნება.

ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის დომინანტური ფეხბურთით ვიგებდით, ახლა კი ჩვენ ასე არ ვთამაშობთ".

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავი კლუბში მუშაობის დაწყებას იქამდე არ გეგმავს სანამ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იქნება.

ჩავის საფეხბურთო ხედვა და ფილოსოფია ბართომეუს მიდგომებს და გადაწყვეტილებებს რადიკალურად ეწინააღმდეგება.

"ბარსას" ლეგენდამ ჩემპიონთა ლიგის, "ბარსელონასა" და "რეალის" შესახებ ადრე საკმაოდ საინტერესო რამ თქვა, რაც ბოლო წლებში მოედანზეც დამტკიცდა.

"მადრიდელებს საერთოდ არ ანაღვლებთ თამაშისას თქვენთ მათ აჯობებთ, თუ არა. მათთვის მთავარი დომინირება არაა.

მათი ფილოსოფია მხოლოდ მოგებაა. ეს ის არის, რაც ამ გუნდთან თამაშს რთულს ხდის.

"რეალს" შეუძლია ცუდად ითამაშოს, თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაატაროს, მაგრამ მაინც დაგამარცხოთ. "ბარსელონას" ასე არ შეუძლია. ჩვენ ვიგებთ მაშინ, როდესაც ვდომინირებთ, როდესაც საუკეთესო ფორმაში შევდივართ და ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძვით.

"რეალს" შეუძლია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფოკუსირდეს, დანარჩენ ტურნირებზე უარი თქვას. ჩვენ ასე არ შეგვიძლია.

ასეთი რამის შესრულება მხოლოდ მადრიდელებმა იციან და ეს დასაფასებელია.

მადრიდელებს აქვთ რაღაც, რაც სხვა გუნდებს არ აქვთ. მათ წინააღმდეგ მომენტების გამოუყენებლობა არ შეიძლება, რადგან ისინი აუცილებლად დაგსჯიან".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები