Aa
Aa

კატალონიის მთავრობამ მესის ჯილდო გადასცა

„ბარსელონას“ არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ თავის კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო შემატა. „ბლაუგრანას“ სუპერვარსკლავი ლეგენდარული იოჰან კრუიფის გზას გაუყვა და “Creu de Sant Jordi”-ის ჯილდო მიიღო, რომელიც იმ ინდივიდუალებსა თუ ინსტიტუტებს გადაეცემათ, რომლებმაც კატალონიას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს და რეგიონის ეთნიკური და კულტურული იდენტობის დასაცავად ყველაფერი გააკეთეს.

წლეულს მესის გარდა 27 პიროვნება და 15 ორგანიზაცია გამოარჩიეს. ცერემონია ხუთშაბათს გაიმართა. ლეოს თან „ბარსელონას“ მესვეურები ახლდნენ, რომელთა შორის ხოსეპ მარია ბარტომეუ, ხორდი კარდონერი, ხორდი მესტრე, სილვიო ელიას და ერიკ აბიდალი იყვნენ.

დაჯილდოებისას ხაზი მესის საქველმოქმედო საქმიანობასაც გაუსვეს. არგენტინელი ახალგაზრდების დასახმარებლად ბევრს აკეთებს და ესპანეთში ამას ძალიან აფასებენ.

კატალონიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. 31 წლის არგენტინელი ბავშვობიდან „ბარსელონას“ ღირსებას იცავს და რეგიონის სოციალურ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩაართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები