MARCA – ზაფხულში „რეალს“ 14 ფეხბურთელი დატოვებს
Aa
Aa

MARCA – ზაფხულში „რეალს“ 14 ფეხბურთელი დატოვებს

ზინედინ ზიდანი ზაფხულში მადრიდის „რეალში“ ძირეული ცვლილებების გატარებას გეგმავს. ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით „სამეფო კლუბი“ უახლოეს მომავალში 14 ფეხბურთელს გამოეთხოვება.

„ლოს ბლანკოსმა“ მიმდინარე სეზონი საშინლად ჩაატარა. „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებმა ევროსარბიელზე წარმატებას ვერ მიაღწიეს და თავი არც ესპანეთში გამოუჩენიათ, ამიტომ ზიდანის გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ „ზიზუს“ პოლ პოგბას, კრისტიან ერიქსენის, ლუკა იოვიჩის და ედენ აზარის გადაბირება სურს. მადრიდული კლუბის მესვეურებმა ფრანგ სპეციალისტს 460 მილიონი ევრო გამოუყვეს და ზაფხულში „რეალი“ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება.

ესპანური გამოცემა წამსვლელ ფეხბურთელთა სიასაც აქვეყნებს - კეილორ ნავასი, ხესუს ვალეხო, ტეო ერნანდესი, სერხიო რეგილონი, დანი სებალოსი, მარკოს ლორენტე, მატეო კოვაჩიჩი, ხამეს როდრიგესი, მარტინ ოდეგაარდი, ოსკარ როდრიგესი, გარეტ ბეილი, ლუკას ვასკესი, ბრაჰიმ დიასი და მარიანო დიასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები