Aa
Aa

ლეროი სანე "ბაიერნში"?

Daily Mail-ის ინფორმაციით „მანჩესტერ სიტის“ გერმანელმა შემტევმა, ლეროი სანემ შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს. ბრიტანული გამოცემის ცნობით 23 წლის მოთამაშის შეძენა მიუნხენის „ბაიერნს“ სურს.

„ქალაქელებმა“ „რეკორდმაისტერის“ წარმომადგენლებს ნება დართეს ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაეწყოთ და მზად არიან სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებები აქტიურად განიხილონ.

გერმანელ შემტევს „სიტისთან“ ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს, თუმცა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. Daily Mail იუწყება, რომ „ქალაქელებს“ გარისკვა არ სურთ და არ უნდათ სანემ ორი წლის შემდეგ „ეტიჰად სტედიუმი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

„სიტიმ“ 23 წლის ფეხბურთელი 37 მილიონ ფუნტად შეიძინა და მის სანაცვლოდ სოლიდურ გამოსასყიდს მოითხოვს. ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „რეკორდმაისტერი“ სერიოზული ფინანსური რესურსის გაღებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები