MARCA – “ბარსელონა“ დე ლიხტის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა
Aa
Aa

MARCA – “ბარსელონა“ დე ლიხტის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა

MARCA-ს ინფორმაციით კატალონიის „ბარსელონას“ მატიის დე ლიხტის ტრანსფერთან ერთი ნაბიჯი აშორებს.

გავლენიანი ესპანური გამოცემების ცნობით მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და „კამპ ნოუს“ ბინადრებს იმედი აქვთ, რომ 19 წლის უკანახაზელს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

როგორც ირკვევა „ბარსელონა“ ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა, თუმცა MARCA იუწყება, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არაფერია და არსებობს ალბათობა (საკმაოდ მცირე, მაგრამ მაინც) რომ ყველაფერი ჩაიშალოს.

„ბლაუგრანას“ გარდა დე ლიხტის შეძენით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ „აიაქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვან დერ საარმა განაცხადა, რომ მატიისი კარიერას ესპანეთში ან ინგლისში გააგრძელებდა. როგორც ჩანს „ბარსელონამ“ ყველა კონკურენტს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები