რთული დასაჯერებელია მაგრამ... 5 ფეხბურთელი, რომელმაც წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგაში ალექსის სანჩესზე მეტი გოლი შეაგდო
Aa
Aa

რთული დასაჯერებელია მაგრამ... 5 ფეხბურთელი, რომელმაც წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგაში ალექსის სანჩესზე მეტი გოლი შეაგდო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევს, ალექსის სანჩესს პრემიერ ლიგის აწ უკვე გასულ სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია. ჩილელმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო ლაზარეთში დიდი დრო გაატარა და ფორმის აღდგენა ვერა და ვერ მოახერხა. სანჩესმა პრემიერ ლიგაში მოედანზე 877 წუთი გაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა. 

კარლან გრანტი - „ჰადერსფილდი“ – 4 გოლი

კარლან გრანტი „ჰადერსფილდში“ 2019 წლის იანვარში გადავიდა. მანამდე იგი ლიგა ერთში მოასპარეზე "ჩარლტონის" ღირსებას იცავდა. გრანტმა მოედანზე 874 წუთი დაჰყო და 4 ბურთი შეაგდო. თუ გავითვალისწინებთ, რომ კარლანი პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის ყველაზე ცუდ გუნდში ასპარეზობდა, რომელმაც სულ რაღაც 22 გოლი გაიტანა, ეს საშინელი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.

ივან კავალეირო - „ვულვზი“ – 3 გოლი

წლეულს ნუნუ ეშპირიტუ სანტუ აქტიურ როტაციას იშვიათად მიმართავდა და გასაკვირი არაა, რომ ივან კავალეირო სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 6-ჯერ მოხვდა. მან მოედანზე სანჩესზე დაახლოებით 200 წუთით ნაკლები გაატარა, თუმცა მეტოქე გუნდების ქომაგთა დამწუხრება უფრო მეტჯერ მოახერხა.

ლუკას პერესი - „ვესტ ჰემი“ – 3 გოლი

ლუკას პერესი წლევანდელი სეზონის დაწყებამდე "არსენალის" ღირსებას იცავდა, მაგრამ პრაქტიკის მისაღებად "ვესტ ჰემში" წავიდა. მისდა სამწუხაროდ სიტუაცია არც „ჩაქუჩებში" ყოფნისას შეიცვალა.

პელეგრინი ლუკასს არ ენდობოდა და მას ვერც "ვესტ ჰემში" გაჩენილმა საკადრო პრობლემებმა უშველა. ესპანელმა მინდორზე 469 წუთი გაატარა და აქტივში სამი გოლი ჩაიწერა.

სკოტ მაკტომინეი - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2 გოლი

"სანჩესი „მანჩესტერში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. "იუნაიტედის" რიგებში წლევანდელ სეზონში მასზე მეტი გოლი რამდენიმე უკანახაზელმა გაიტანა, ნახევარმცველებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. 

ჩილელს ეშლი იანგმაც აჯობა, თუმცა უკეთესი იქნება ყურადღება სკოტ მაკტომინეიზე გავამახვილოთ. ამ უკანასკნელს 2019 წლის აპრილამდე პროფესიონალურ დონეზე გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი! 

შკოდრან მუსტაფი - "არსენალი" - 2 გოლი

შკოდრან მუსტაფის „არსენალის“ ქომაგები მთელი სეზონის განმავლობაში აკრიტიკებდნენ. გერმანელი უკანახაზელი დაცვაში საშინლად გამოიყურებოდა და რამდენიმე მიუტევებელი შეცდომაც დაუშვა.

მუსტაფის პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი. შკოდრანმა „კარდიფისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის აღება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მუსტაფი სანჩესს ყველა ტურნირის ეგიდით შეგდებული ბურთების რაოდენობითაც სჯობნის. გერმანელის 3 გოლი გაიფორმა, ჩილელმა კი - ორი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები