Aa
Aa

კავაი ლეონარდის შედევრი - "ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა

კავაი ლეონარდის „ტორონტო რეპტორზი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. გამთენიისას კანადურმა გუნდმა საკუთარ პარკეტზე „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ მიიღო და მეტოქეს ზედრამატულ ბრძოლაში სძლია.

შეხვედრა ქულა ქულაში წარიმართა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე 4.2 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო. თუმცა „ტორონტოს“ სუპერვარსკლავმა კავაი ლეონარდმა საფინალო სირენასთან ერთად ურთულესი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრის გმირი გახდა.

27 წლის მსუბუქმა ფორვარდმა „სიქსერსის“ წინააღმდეგ 41 ქულა მიითვალა. ლეონარდის გარდა მსგავსი რამ ლებრონ ჯეიმსს, პოლ პირსს, ალენ აივერსონს, ჩარლზ ბარკლის, მაიკლ ჯორდანს, კელვინ მერფის და სემ ჯონსს აქვთ გაკათებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კავაიმ სერიის მეშვიდე შეხვედრაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით „ტორონო რეპტორზის“ რეკორდი დაამყარა.

„ფილადელფიას“ დამარცხების შემდეგ კანადელები ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს, „მილუოკი ბაქსს“ შეერკინებიან. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა „ფისერვ ფორუმზე“ 16 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები