უცნაური ისტორია:
Aa
Aa

უცნაური ისტორია: "მანჩესტერმა" დე ლიხტი ჭარბი წონის გამო არ იყიდა

მატიის დე ლიხტის ირგვლივ კვლავ დიდი მითქმა-მოთქმაა და მის მომავალს ერთბაშად რამდენიმე კლუბს უკავშირებენ.

ყველასათვის ცნობილია, რომ 19 წლის ჰოლანდიელის შეძენის მთავარი ფავორიტი "ბარსელონაა", თუმცა ეს ასე ახლა არის და შარშან ვითარება სხვაგვარი იყო.

ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს, რომ 2018 წლის ზაფხულში ჟოზე მოურინიოს დე ლიხტის "მანჩესტერში" მიყვანა სურდა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ცენტრალური მცველის შეძენას ითხოვდა და მისი ნომერ პირველი არჩევანი სწორედ დე ლიხტი იყო. სიაში მეორე "ლესტერელი" მაგუაიერი გახლდათ.

როგორც წყარო წერს, ყველაფერი შეთანხმებული იყო და დე ლიხტი "ოლდ ტრაფორდზე" მიდიოდა, თუმცა "მანკუნიანელებს" მისი შეძენა გადააფიქრებინეს და ეს ფიზიკურმა შემოწმებამ გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ დე ლიხტს წონის პრობლემა ჰქონდა. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ასეა და "წითელმა ეშმაკებმა" ის მხოლოდ წონის პრობლემის გამო არ შეიძინეს.

მას კვების დარეგულირება უჭირდა და სასურველ კონდიციებში არ იმყოფებოდა.

გავიდა ერთი წელი და როგორც ვხედავთ დე ლიხტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და წონასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულში დარჩა.

საბოლოოდ, "მანჩესტერმა" ვერც დე ლიხტი იყიდა და ვერც მაგუაიერი, მოურინიოს კი თანამდებობა დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები