Aa
Aa

"აიაქსისა" და "ტოტენჰემის" მატჩის 22-ე წუთი - მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის 22-ე წუთზე "აიაქსის" ფეხბურთელები, ჰაკიმ ზიეჩი და ნუსაირ მაზრაუი სათადარიგო სკამისკენ გაემართნენ და საკვები მიიღეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ორივე მოთამაშე ისლამის მიმდევარია და როგორც მოგეხსენებათ 6 მაისს რამაზანი (რამადანი) დაიწყო. ამ პერიოდში მუსლიმებმა დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავონ – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან. აკრძალვებისგან ისინი მზის ჩასვლის შემდეგ თავისუფლდებიან.

"აიაქსის" ორივე ფეხბურთელმა საკვები სწორედ მზის ჩასვლის შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ ზიეჩსა და მაზრაუის რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდათ ნაჭამი და ბუნებრივია ასეთ პირობებში მოედანზე გასვლა ადვილი ნამდვილად არ გახლავთ.

რამაზანის (რამადანის) მიმდინარეობისას ძალიან რთულია ფეხბურთელი იყო და ნამდვილი პროფესიონალივით მოიქცე. "ჩელსიში" ყოფნისას ამის შესახებ ეგვიპტელმა სუპერვარსკლავმა, მოჰამედ სალაჰმაც, ისაუბრა.

"რამაზანის მიმდინარეობისას ძალიან გამიჭირდა, რადგან დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, ძალიან ცხელოდა და ყველა თამაშში მივიღე მონაწილეობა. 21:30-მდე წყლის დალევასაც ვერ ვახერხებდი, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები