Aa
Aa

"ინტერს" სანჩესის შეძენა სურს, თუმცა მისთვის კვირაში 500 000 ფუნტის გადახდას არ აპირებს

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით მილანის "ინტერს" ალექსის სანჩესის გადაბირება სურს. "ნერაძური" 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს და სავარაუდოდ "მანჩესტერს" ოფიციალური წინადადებით ზაფხულში მიმართავს.

სანჩესი "ოლდ ტრაფორდზე" 2018 წლის იანვრიდან გამოდის. ალექსისმა საკუთარი თამაშის პოვნა ვერა და ვერ მოახერხა და "ნისლიან ალბიონზე" დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

The Independent-ის ცნობით "ინტერი" მზადაა სანჩესის მანჩესტერულ კოშმარს ბოლო მოუღოს, თუმცა ჩილელისთვის კვირაში 500 000 ფუნტის გადახდას ნამდვილად არ აპირებს. "ნერაძური" 30 წლის შემტევს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ეს უკანასკნელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება.(საუბარი საკმაოდ დიდ თანხაზეა).

სანჩესის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ The Independent აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები იტალიელთა წინადადებას აქტიურად განიხილავენ და ფიქრობენ ღირს თუ არა ხელფასის დაკლებაზე დათანხმება.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ინტერი" ანტონიო ვალენსიას გადაბირებასაც გეგმავს. 33 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და "ნერაძური" მის გასაფორმებლად მაქსიმუმს გააკეთებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები