შენგელიას 9 ქულა და მარცხი
Aa
Aa

შენგელიას 9 ქულა და მარცხი "ცსკა"-სთან - მოსკოველები სერიაში დაწინაურდნენ

ევროლიგის პლეი-ოფში მეოთხედფინალის მე-3 შეხვედრაში "ბასკონიამ" ვიტორიაში მოსკოვის "ცსკა"-ს უმასპინძლა და 77:84 დამარცხდა.

მოსკოველები სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. "ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18:34 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 9 ქულა და 3 მოხსნა იყო.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ჰაილაითი - ვოიტმანის ძალისმიერი დანკი!

რაც შეეხება ნატურალიზებულ ქართველს მეტ ჯენინგს, მან 13:22 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.

თუ "ბასკონია" სერიაში ანგარიშის გათანაბრებას შეძლებს, გადამწყვეტი მე-5 მატჩი მოსკოვში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები