Aa
Aa

"პრემიერლიგის" მოთამაშეები, რომლებიც ციხიდან ისევ მოედანზე დაბრუნდნენ

ჯოი ბარტონი

ნიუკასლშითამაშის დროს მას ჩხუბის გამო 6 თვითანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩხუბი თანაგუნდელ ოსმან დაბოსთან მოუვიდა, რის გამოც პირობითი სასჯელი კიდევ 4 თვით გაუხანგრძლივდა. კარიერის განმავლობაში ბარტონს საერთო ჯამში 10 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

ტონი ადამსი

1990 წლის დეკემბერში, ტონი ადამსი ავტომობილს ნასვამი მართავდა, რის გამო ის 4-თვიანი პატიმრობით დასაჯეს. სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ ადამსი მშობლიურარსენალსდაუბრუნდა.

 

ლი ჰიუზი

ჰიუზი 2004 წელსვესტ ბრომვიჩისღირსება იცავდა, როცა მის მიერ ავტომობილის სახიფათოდ მართვას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინციდენტის შემდეგ კლუბმა ჰიუზთან კონტრაქტი გაწყვიტა, სასამართლომ კი მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნახევრის მოხდის შემდეგ ფეხბურთელი მოედანსოლდჰემისშემადგენლობაში დაუბრუნდა, სადაც 25 გოლის გატანაც შეძლო.

 

მარლონ კინგი

იამაიკისა და ინგლისის მოქალაქეობის მქონე კინგს კარიერის განმავლობაში სამჯერ მოუწია ციხეში ყოფნა. აღსანიშნავია, რომ ის კლუბებსაც საკმაოდ ხშირად იცვლიდა.

 

ჟერმეინ პენანტი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც პატიმრობა მოძრაობის წესების უხეში დარღვევისთვის მიესაჯა, ჟერმენ პენანტია, რომელიც ინციდენტის დროსბირმინგემშიიჯარის წესით ასპარეზობდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები