გამაოგნებელი ცნობა
Aa
Aa

გამაოგნებელი ცნობა "არსენალის" ბანაკიდან

ლონდონის "არსენალის" ქომაგებს გუნდის ბოლო დროინდელი შედეგები ძალიან არ მოსწონთ და უკანასკნელ მატჩებში ტრიბუნებზე "მეთოფეების" მწვრთნელის, არსენ ვენგერის საწინააღმდეგო ბანერებიც გაჩნდა. 

Daily Mail-ის ცნობით, ამ ყველაფერზე ფრანგმა სპეციალისტმა საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფანების მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშაა და თუ ასე გაგრძელდა, იგი "არსენალს" აუცილებლად დატოვებს. 

შეგახსენებთ, რომ ვენგერის გუნდს 14 თებერვლის შემდეგ გამართულ 7 მატჩში ერთადერთი მოგება (ისიც თასზე ქვედა ლიგელ "ჰალთან) აქვს, ამის შემდეგ კი დედაქალაქელთა ფანების ასეთი რეაქცია სრულიად ბუნებრივად მოჩანს, რომელთა უკმაყოფილებაზეც ბრიტანულ პრესაში პირველად სულაც არ იწერება, ბოლო სეზონებში ვენგერის მოწინააღმდეგეების რიცხვმა აშკარად იმატა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები