Nieuwsblad: ჩაკვეტაძემ ''გენტთან'' კონტრაქტი გაახანგრძლივა
ბელგიურ საფეხბურთო კლუბ ''გენტსა'' და გიორგი ჩაკვეტაძეს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
აღნიშნულ ინფორმაციას Nieuwsblad-ი ავრცელებს: ''სიწყნარეში კლუბის პრეზიდენტმა მიშელ ლუვაჟიმ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და ოქროს ბიჭუნამ ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა.''
'KAA Gent breekt contract van Chakvetadze in alle stilte open tot 2022' : https://t.co/l4MhBj5cCv #KAAGent #Transfernieuws
— VoetbalPrimeurBelgië (@VoetbalPrimeurB) April 19, 2019
19 წლის ქართველ ტალანტს კლუბთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურებოდა, თუმცა ახალი შეთანხმების მიხედვით ფეხბურთელი ბელგიური კლუბის საკუთრება 2022 წლამდე იქნება.
ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის გასულ ტურში ჩაკვეტაძემ ''ანტვერპენს'' გოლი გაუტანა. მან მიმდინარე წელს პირველი გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე წელს ''გენტის'' 9 მატჩი გამოტოვა.
77': GIORGIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII !!! 1-1 !! #gntant #PO1 pic.twitter.com/bJ5AZbhh9I
— KAA Gent (@KAAGent) April 13, 2019
მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 5 გოლი შეაგდო, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით კი მის ანგარიშზე საერთო ჯამში 10 გოლია (ბელგიის ჩემპიონატი - 5 გოლი, ბელგიის თასი - 1 გოლი, ერთა ლიგის გათამაშება - 4 გოლი).
ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულის ფლეი-ოფში ''გენტი'' შემდეგ მატჩს ''ანდერლეხტთან'' სტუმრად გამართავს. შეხვედრა 21 აპრილს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.