Aa
Aa

დრამატული გამარჯვება ! - ლობჟანიძის საგოლე პასი 90-ე წუთზე

დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის 29-ე ტურში ''ჰობრო'' შინ ''რანდერსთან'' 1:2 დამარცხდა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს, საბა ლობჟანიძის საგოლე პასის შემდეგ ანდრე რომერმა ''რანდერსს'' 3 ქულა მოუტანა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა საბა ლობჟანიძემ სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად იასპარეზა.

მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძემ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე ჯგუფში 29 ტურის შემდეგ ''რანდერსი'' 41 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ოლბორგს'' 4 ქულით უსწრებს. 30-ე ტურში ''რანდერსი'' შინ ''ჰობროს'' უმასპინძლებს. მატჩი 19 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები