''ასე აღარ მოიქცე, ჩორლუკას ცუდი რეაქცია ექნება
Aa
Aa

''ასე აღარ მოიქცე, ჩორლუკას ცუდი რეაქცია ექნება" - კვარაცხელიამ ვარჯიშზე კაპიტანი დაამცირა

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსმა კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა ისაუბრა. მისი თქმით კვარაცხელიას სანაცვლოდ ლისაბონის ''ბენფიკა'' 1 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

ნობელ არუსტამიანი თბილისში ყოფნის პერიოდს იხსენებს: ''საქართველოში ყოფნისას ფეხბურთის მცოდნე პირები კვარაცხელიას წარმოუდგენელ ტალანტზე მესაუბრებოდნენ. მათი თქმით ლისაბონის ''ბენფიკას'' წარმომადგენელი თბილისში იმყოფებოდა და ფეხბურთელის აგენტს სატრანსფერო თანხის სახით 1 მილიონ ევროს სთავაზობდა. გარდა ამისა სთავაზობდნენ 10 პროცენტს კვარაცხელიას შემდეგი ტრანსფერიდან. ამ დროს ხვიჩა მხოლოდ 17 წლის იყო.''

ასუსტამიანი კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს აჟღერებს: ''ერთ-ერთ ვარჯიშზე ხვიჩამ ჩორლუკას ბურთი ფეხებს შორის ორჯერ გაუძვრინა, რაც ახალწვეულის მხრიდან გუნდის ლიდერისა და კაპიტნის მიმართ არაკორექტულ ქმედებად ითვლება. შემდეგ კვერკველია ხვიჩასთან მივიდა და უთხრა, რომ ასე აღარ გაეკეთიბინა: ''თუ  კიდევ მოიქცევი ასე, ჩორლუკას ცუდი რეაქცია ექნება".  და იცით შემდეგ კვარაცხელიამ რა გააკეთა? ჩორლუკას ბურთი თავზე გადაუგდო.''

''ლოკომოტივის'' მთავარი მწვრთნელი იური სიომინი კვარაცხელიას მიმართ კარგადაა განწყობილი. მიმდინარე წელს 18 წლის შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის სამ შეხვედრასა და რუსეთის თასის 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: fclm.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები