ვაისი კვერკველიაზე: ''მის მიმართ პრეტენზია მქონდა, რაც ჩვენს შორის დარჩა''
Aa
Aa

ვაისი კვერკველიაზე: ''მის მიმართ პრეტენზია მქონდა, რაც ჩვენს შორის დარჩა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას არაერთ მნიშვნელოვან საკითხე ისაუბრა. მისი თქმით შვეიცარიასთან მატჩში კვერკველიას სათადარიგოთა სკამზე ჯდომას საფუძველი ჰქონდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია გასახდელში დარჩა და საჯაროდ გამოტანას არ აპირებს.

სოლომონ კვერკველიას შესახებ

რუსეთში ყოფნისას კვერკველიას თამაში ვნახე. მათ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შვეიცარიასთან სასტარტო შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა,  შემადგენლობას მწვრთნელი არჩევს და მე,  მთავარმა მწვრთნელმა, როგორც კვერკველიას, ასევე ზოგადად გუნდს ავუხსენი ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი. ფეხბურთელებმა ჩემი აზრი გაიგეს, კვერკველიას მიმართ პრეტენზია მქონდა, რაც ჩვენს შორის დარჩა. არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც გასახდელიდან არ უნდა გავიდეს და მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის უნდა დარჩეს. 

მარცხენა მცველის პოზიცია

ჯიმი ტაბიძემ შვეიცარიასთან მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და ვფიქრობ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა და ირლანდიასთან ვერ დაგვეხმარა.

ნავალოვსკის არყოფნის შემთხვევაში მარცხენა მცველის პოციაზე განვიხილავთ ლევან ხარაბაძეს, ლაშა დვალსა და ჯიმი ტაბიძეს.

ლევან ხარაბაძეს შვეიცარიულ კლუბში ძალიან კარგი სტარტი აქვს, მაღალი დონის ჩემპიონატში ასპარეზობს. ასე ლაშა დვალი, რომელმაც ერთა ლიგის ბოლო ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

გიორგი ნავალოვსკი ტრავმირებული იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ნაკრებში ბევრი აქვს გაკეთებული, ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში უნდა ყოფილიყო.

ცენტრფორვარდის პოზიცია

რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ, ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ირლანდიასთან და უელსთან გასვლით შეხვედრებში ვითამაშეთ, როცა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლევან მჭედლიძემ ითამაშა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდს, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გიორგი ქვილითაია ძალიან მონდომებული იყო. თუ კლუბში მეტი სათამაშო დრო ექნება, ეროვნულ ნაკრებს უფრო მეტად დაეხმარება.

ვაკვირდებით კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე ბექა მიქელთაძეს, შესაძლოა შემდეგი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახოთ, რაც მის სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ასევე გვყავს ვატო არველაძე, რომლის დებიუტი ირლანდიასთან შედგა. მეტოქეს ძალიან ძლიერი მცველები ჰყავდა და მათთან თამაში რთულია, თუმცა ვატოს თავის გამოჩენის საშუალება მომავალშიც ექნება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები