რასაც თვალი ვერ ხედავს - გუარდიოლას გუნდების კომპლექსი ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

რასაც თვალი ვერ ხედავს - გუარდიოლას გუნდების კომპლექსი ჩემპიონთა ლიგაზე

პეპ გუარდიოლას ფილოსოფია უამრავ ადამიანს მოსწონს და მისით აღფრთოვანებულია. ბევრს სურს, რომ მისი გუნდის მწვრთნელი სწორედ ის იყოს.

როგორ თამაშობდა მისი „ბარსელონა“ და როგორ დომინირებს მისი ამჟამინდელი „სიტი“ პრემიერლიგაში. ეს ყველაფერი სასიამოვნო საცქერია, თუმცა ყველაფერი ისეთი უნაკლო სულაც არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

სტატისტიკა საჭირო რამაა და ხშირ შემთხვევაში ის რეალობას გიჩვენებს. რაოდენ დომინანტურ ფეხბურთსაც არ უნდა თამაშობდნენ პეპის გუნდები ფაქტია, რომ ყველა მათგანს ერთი დიდი მინუსი აქვს და მას სტუმრად სუსტი თამაში ჰქვია.

რაც არ უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგა მაინც ნომერ პირველ ტურნირად და საზომად რჩება. გუარდიოლას გუნდებს ამ ტურნირზე სტუმრად თამაში ძალიან უჭირთ. 27 გასვლითი მატჩიდან პეპის ფორმაციის გუნდებმა მხოლოდ 6 მოიგეს.

უფრო კონკრეტულად კი ციფრები ასე გამოიყურება - ბოლო 10 სეზონის მიხედევით:

მერვედფინალებში - 4 ფრე, 4 გამრჯვება და 2 მარცხი.

მეოთხედფინალებში - 5 ფრე, 3 მარცხი და 1 გამარჯვება.

ნახევარფინალებში - 5 მარცხი, 1 ფრე და 1 გამარჯვება.

გუარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად ბოლოს 8 წლის წინ მოიგო. ეს იყო დონეცკში „შახტარის“ წინააღმდეგ 1:0.

„არ მიმაჩნია, რომ ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ. მეტოქეს ცოტა მომენტი შევაქმნევინეთ და მათ ბევრი სირბილი მოუწიათ. ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი. გასულ სეზონში უფრო უარესად ვითამაშეთ და „ლივერპულში“ 0:3 დავმარცხდით.

შეხვედრის ჩანაწერს ვნახავ და შესაძლოა აზრი შევიცვალო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცუდად არ გვითამაშია“.

უნდა ითქვას, რომ გუარდიოლა თამაშს სულ სხვა მხრიდან უყურებს და განსხვავებულად აფასებს. რთული სათქმელია რით დარჩა ის კმაყოფილი და ზოგადად უყურებს თუ არა საკუთარ სტატისტიკას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში.

ფაქტია, რომ პეპს გასვლითი შეხვედრების კომპლექსი აქვს და მის დაძლევას ჯერაც ვერ ახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები