ჩაკვეტაძე დაბრუნდა და საგოლე გადაცემა შეასრულა
Aa
Aa

ჩაკვეტაძე დაბრუნდა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულის ფლეი-ოფში ''გენკმა'' შინ ''გენტი'' 2:1 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობას 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელმაც იანვარის შემდეგ ''გენტისთვის'' პირველად ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო და 87-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

''გენტის'' სათადარიგოთა სკამზე გიორგი ქვილითაია იჯდა, თუმცა არ უთამაშია. ამ ეტაპზე საუკეთესო ექვსეულში ''გენტი'' 25 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები