რონალდინიოს შვილს ''კრუზეირომ'' გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა
Aa
Aa

რონალდინიოს შვილს ''კრუზეირომ'' გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა

საფეხბურთო კლუბმა ''კრუზეირომ'' ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს 14 წლის ვაჟთან, ჟოაო მენდეშთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ჟოაო მენდეში ''კრუზეიროში'' გასული წლიდან მოყოლებული თამაშობს, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი კლუბში 19 წლის ასაკამდე იასპარეზებს.

''კრუზეიროს'' დირექტორმა ამარილდო რიბეირომ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ჟოაო მენდეშის შესახებ  ისაუბრა:''ის ძალიან ტექნიკურია, შეუძლია როგორც ფორვარდის, ასევე მეორე ფორვარდის პოზიციებზე თამაში. გარდა ამისა სისწრაფით გამოირჩევა და იმედი მაქვს მალე ''კრუზეიროს'' პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.''

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ რონალდინიოს ვაჟმა განაცხადა: ''ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, მათ მომცეს შანსი, რომ ერთ დღესაც ''კრუზეიროს'' ძირითად გუნდში ვითამაშო და კლუბის ქომაგები კარგი თამაშით გავახარო.''

რაც შეეხება რონალდინიოს, ის საფეხბურთო კლუბ ''გრემიოს'' აღზრდილია. პირველი პროფესიული კონტრაქტი სწორედ ''გრემიოსთან'' გააფორმა, 2001 წელს კი კარიერა პსჟ-ში გააგრძელა. ევროპული კარიერის დასრულების შემდეგ რონალდინიოს უთამაშია ''ფლამენგოში,'' ''ატლეტიკო მინეიროსა'' და ''ფლუმინენსეში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები